ჟოან სფარი

კომიქსების მხატვარი, კომიქსების შემქმნელი, რომანისტი და კინორეჟისორი

ჟოან სფარი

ჟოან სფარი (დ. 1971) ფრანგი ილუსტრატორი, რეჟისორი,  კომიქსების მხატვარი და სცენარისტია, რომელიც თანამედროვე ევროპული გრაფიკული ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ავტორია.


იგი ნიცის უნივერსიტეტში ფილოსოფიას სწავლობდა და მისი განათლება მკაფიოდ ვლინდება კიდეც ინტელექტუალურ და ეგზისტენციალურ თემებში, რომლითაც სავსეა სფარის შემოქმედება.


ადრეული 1990-იანი წლებიდან დღემდე ჯოან სფარი აქტიურად ქმნის კომიქსებს. მისი მხატვრობა გამოირჩევა თავისუფალი და ექსპრესიული ხაზებით, დინამიკური და მგრძნობიარე ფერთა გამითა და ტექსტისა და გამოსახულების ორგანული სინთეზით. 


ჟოან სფარის შემოქმედებაში იგრძნობა ფრანგული კულტურის სიღრმისეული ცოდნა. ის ხშირად ეხება სიყვარულის, იდენტობის, რელიგიის, ხელოვნებისა და ბუნების თემებს. გარდა საავტორო ნამუშევრებისა, იგი ქმნის კლასიკურ ფრანგულ ლიტერატურის კომიქს-ადაპტაციებს და ამავე ფორმატში გვიყვება ცნობილი ფრანგი შემოქმედების ბიოგრაფიასაც. 


ჟოან სფარი ჩვენი დროის ერთ-ერთ ყველაზე ნაყოფიერი და მრავალმხრივი ავტორია ევროპულ გრაფიკულ ლიტერატურაში.

 

შეიძინე წიგნი