მართა ბრეენი და იენი იურდალი

ნორვეგიელ ავტორთა გუნდი

მართა ბრეენი და იენი იურდალი

მართა ბრეენი (დ. 1976) ნორვეგიელი ჟურნალისტი და აქტივისტია, რომლის ნაშრომების მთავარი თემაც ქალთა წინააღმდეგობების ისტორია, მუსიკა, პოლიტიკა და ფემინიზმი არის. 2013-2018 წლებში იგი არჩეული იყოს ნორვეგიელი დოკუმენტური პროზის მწერლების ასოციაციის თავმჯდომარედ. ბრეენს მრავალი ჟურნალისტური, სამეცნიერო და პოპულარული ნაშრომი აქვს შექმნილი, რომელიც 20-ზე მეტ ენაზეა თარგმნილი

იენი იურდალი (დ. 1989) ნორვეგიელი ილუსტრატორი და გრაფიკული დიზაინერია. ის თანამშრომლობს სხვადასხვა ევროპულ ჟურნალ-გაზეთებთან, სადაც ძირითადად გარემოსდაცვით საკითხებზე ქმნის კომიქსებსა და კარიკატურებს. 2017 წელს მისი სამწერლო დებიუტი შედგა წიგნით „ჰანემუნე და ჰულდა“, ხოლო 2020 წელს კი ბრაგის ჯილდო გადაეცა გრაფიკული რომანისთვის „და მაინც რა გადაგხდა?“.

მართა ბრეენი და იენი იურდალი ერთად არაერთი წიგნის ავტორები არიან.

შეიძინე წიგნი