ჯო საკო

ჯო საკო

ჯო საკო (დაბ. 1960) კომიქს-ლიტერატურის თანამედროვე კლასიკოსად მიიჩნევა. ბევრი ლიტერატორისთვის იგი გრაფიკული ჟურნალისტიკის უმთავრესი პიონერი და ჟანრის განმსაზღვრელია. 

ორეგონის უნივერსიტეტში ჟურნალისტის დიპლომის მიღების შემდეგ საკო ბეჭდურ მედიაში იწყებს მუშაობას, მალევე მშობლიურ მალტაზე გადაცხოვრდება და იქაური ინგლისურენოვანი ჟურნალის რედაქტორი ხდება. ადრეული ხმელთაშუა ზღვის მიგრანტთა კრიზისის ფონზე, საკო იწყებს თავისი კომიქსების გამოქვეყნებას. სწორედ ეს პერიოდი განსაზღვრავს მის ლიტერატურულ ფენომენს.

გვიან 1980-იანებში იგი ლოს-ანჯელესში The Comics Journal-ის რედაქტორი ხდება. ინტერესებთან თანაკვეთის მიუხედავად, საოფისე სამსახური საკოსთვის დიდ მოწყენილობად გადაიქცევა. ამის პარალელურად იგი დაჰყვება საკუთარ ინტუიციას, რომელიც კარნახობს, რომ გარშემო მძვინვარე პროპაგანდის მსხვერპლია და ამერიკული ჟურნალისტიკის წინააღმდეგ იწყებს გალაშქრებას.

“შეუძლებლად მიმაჩნდა სულ ისრაელი გამოცხადებულიყო როგორც მსხვერპლი” - ყვება საკო, რომელიც პირველი ინტიფადას პერიოდში, საკუთარი სახსრებით პალესტინას მიაშურებს სიმართლის გამოსარკვევად. რამდენიმე თვის განმავლობაში, იგი ადგილობრივებთან ცხოვრობს სხვადასხვა პალესტინურ ქალაქებში. პერიოდულად მოგზაურობს იერუსალიმსა და ეგვიპტის სასაზღვრო დასახლებებში.

ასობით ადგილობრივთან საუბრის შემდეგ, ჯო საკო ჟურნალისტური სიზუსტით იწყებს აღწეროს იმჟამინდელი ყოველდღიურობა და ამ დოკუმენტურ მასალაზე დაყრდნობით იწყებს კომიქსების შექმნას. ჯამში ის 300-გვერდიან ნაშრომს ქმნის და აერთიანებს კრებულში PALESTINE, რომელიც წლების განმავლობაში კიდევ 15-ჯერ დაიბეჭდება და გადაიქცევა კიდეც კომიქს კლასიკად.

მას შემდეგ ჯო საკო გრაფიკული ჟურნალისტიკის ჟანრში ქმნის და აქვეყნებს არაერთ მნიშვნელოვან წიგნს, რომელიც ასახავს სამხედრო თუ ჰუმანიტარულ კატასტროფებს ბოსნიასა და ჩეჩნეთში, ღაზასა და ერაყში, ინდოეთსა და ჩრდილო-დასავლეთ კანადაში.

პირად გამოცდილებებსა და ინტერვიუებზე დაყრდნობით საკო ქმნის დოკუმენტურ პროზას, რომელსაც ამდიდრებს თავისი დინამიური და ექპრესიული - ფრანცისკო გოიას, ოტო დიქსისა და რობერტ კრამბის სტილით შთაგონებული ილუსტრაციებით. მისი საბოლოო ნამუშევრები კი წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებენ როგორც ლიტერატურის ასევე მხატვრობის მოყვარულებზე. 

ჯო საკოს როლი მსოფლიო ლიტერატურაში უდიდესია და მისი შემოქმედების დამფასებლებს შორის არიან: მარგარეტ ეტვუდი, მარჯან სატრაპი, ჯონ ბერგერი, ედვარდ საიდი, არუნდატი როი, არტ შპიგელმანი, ალან მური, სალმან რუშდი, დონ დელილო და კიდევ უამრავი დიდი ლიტერატორი.

სხვადასხვა ნაშრომისთვის მიღებულ აურაცხელ ლიტერატურულ პრემიას შორის, გამოსარჩევია: 

  • ამერიკული წიგნის პრემია (1996)
  • აისნერის პრემია (2001, 2010, 2025)
  • Time Magazine-ის პრემია (2000)
  • ანგულემის საერთაშორისო კომიქსების ფესტივალის პრემია (2011) 
  • ჯო საკო ასევე არის გუგენჰაიმის სტიპენდიანტი და ლიტერატურის დოქტორი.

შეიძლება მოგეწონოს

ჩეჩნეთის ომი, ჩეჩენი ქალები

ჩეჩნეთის ომი, ჩეჩენი ქალები

ჯო საკო

ჩეჩნეთის ომი, ჩეჩენი ქალები

19.90 GEL
საუკუნო უკუნი

საუკუნო უკუნი

მინდია არაბული

საუკუნო უკუნი

29.90 GEL
ქინდერლენდ

ქინდერლენდ

მარკუს "მავილ" ვიტსელი

ქინდერლენდ

39.90 GEL