ჩეჩნეთის ომი, ჩეჩენი ქალები

ჩეჩნეთის ომი, ჩეჩენი ქალები

19.90 GEL
გადასვლა პროდუქტის ინფორმაციაზე
ჩეჩნეთის ომი, ჩეჩენი ქალები
ჯო საკო

ჩეჩნეთის ომი, ჩეჩენი ქალები

19.90 GEL

2002 წელს, ჩრდილოეთ კავკასიაში ლტოლვილთა ბანაკებში გატარებულ პერიოდში ჯო საკომ ათობით ინტერვიუ ჩაწერა ჩეჩენ ქალებთან, რომელთა მონათხრობის მიხედვითაც შექმნა დოკუმენტური კომიქსი ,,ჩეჩნეთის ომი, ჩეჩენი ქალები.” ეს ნაშრომი არა მხოლოდ მორიგ ჯერზე ავლენს რუსულ სამხედრო აგრესიას 90-იანი წლების კავკასიაში, არამედ მიმოიხილავს უფრო ადრეულ ისტორიულ პერიპეტიებსაც და გვიჩვენებს, რომ რუსეთის მიერ მცირერიცხოვანი ერების გენოციდს საუკუნოვანი ისტორია აქვს. 

მალტელ-ამერიკელი მხატვარი და ჟურნალისტი ჯო საკო (დ.1960) ლიტერატურის დოქტორი და გუგენჰაიმის სტიპენდიანტია, რომელიც 1980-იანი წლებიდან დღემდე აქტიურად აქვეყნებს გრაფიკულ მოთხრობებსა და რეპორტაჟებს. 

პირად გამოცდილებებსა და ინტერვიუებზე დაყრდნობით ჯო საკო ქმნის დოკუმენტურ პროზას, რომელსაც ამდიდრებს თავისი დინამიური და ექპრესიული – ფრანცისკო გოიას, ოტო დიქსისა და რობერტ კრამბის სტილით შთაგონებული ილუსტრაციებით. მისი საბოლოო ნამუშევრები კი წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებენ როგორც ლიტერატურის ასევე მხატვრობის მოყვარულებზე. 

2002 წელს, ჩრდილოეთ კავკასიაში ლტოლვილთა ბანაკებში გატარებულ პერიოდში ჯო საკომ ათობით ინტერვიუ ჩაწერა ჩეჩენ ქალებთან, რომელთა მონათხრობის მიხედვითაც შექმნა დოკუმენტური კომიქსი ,,ჩეჩნეთის ომი, ჩეჩენი ქალები.” ეს ნაშრომი არა მხოლოდ მორიგ ჯერზე ავლენს რუსულ სამხედრო აგრესიას 90-იანი წლების კავკასიაში, არამედ მიმოიხილავს უფრო ადრეულ ისტორიულ პერიპეტიებსაც და გვიჩვენებს, რომ რუსეთის მიერ მცირერიცხოვანი ერების გენოციდს საუკუნოვანი ისტორია აქვს. 

მსოფლიოს ყველაზე შორეულ კუთხეს მოდებული ჰუმანიტარული კატასტროფაც კი საკოს ლიტერატურაში ისეთი ხელშესახები ხდება, რომ მის წაკითხვას თავზარდამცემი ეფექტი აქვს და ბევრი მკითხველისთვის წარმოდგენა კომიქსზე, როგორც ლიტერატურულ ჟანრზე, თავდაყირა დგება. 

სიღრმისეული თხრობისა და გამომსახველობითი ფორმების შესაშური სინთეზის გამო, ჯო საკო ლიტერატორთა აბსოლუტური უმრავლესობისთვის მიიჩნევა გრაფიკული ჟურნალისტიკის ფუძემდებლად. იმ უამრავ ჯილდოს შორის, რომელიც ჯო საკომ თავისი უკვე თანამედროვე ლიტერატურის კლასიკად მიჩნეული ნამუშევრებისთვის მიიღო, გამოსარჩევია: უილ აისნერის პრემია (2001, 2010) ამერიკული წიგნის პრემია (1996) ანგულემის საერთაშორისო კომიქსების ფესტივალის პრემია (2011) 

ჯო საკოს ლიტერატურა ქართულ ენაზე პირველად ქვეყნდება.

“დაუვარცხნელი, დაუვიწყარი და ემპათიით სავსე მონათხრობი, რომელიც არა მხოლოდ ნანახი, არამედ - განცდილიცაა. ჯო საკო კვლავ ამტკიცებს თუ რატომ მიიჩნევა გრაფიკული ჟურნალისტიკის უდიდეს ოსტატად.” - L.A. TIMES

გამოცემის თარიღი:
2025 

გვერდების რაოდენობა:
44 

ფორმატი:
22.50 X 31.00 

ISBN:
9789941879593

თბილისის მასშტაბით: შეკვეთის დაფიქსირებიდან 36 საათის განმავლობაში. თუ შეკვეთა დაფიქსირებულია 11:00-მდე, ჩვენი გუნდი ეცდება პროდუქცია მოგაწოდოთ იმ დღესვე.

სხვა ქალაქებსა და დაბებში: შეკვეთის დაფიქსირებიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში.

ხელს გააყოლე