მარკუს "მავილ" ვიტსელი

მარკუს "მავილ" ვიტსელი

მავილი (დაბ. 1976) იგივე მარკუს ვიტსელი თანამედროვე ევროპული ლიტერატურის ერთ-ერთი გამორჩეული ავტორია.

სკოლის დამთავრებისთანავე მან ბერლინის Weißensee-ს სახელოვნებო აკადემიაში ჩააბარა, სადაც გრაფიკული დიზაინისა და კომუნიკაციის შესწავლა დაიწყო. ამავე პერიოდში მან თანამოაზრეებთან ერთად დააარსა კომიქს-გილდია Monogatari და ანდერგრაუნდ კომიქსებისა და ფანზინების შექმნა დაიწყო. 2003 წელს მისი სადიპლომო ნამუშევარი “შეგვიძლია მეგობრებად დავრჩეთ” გერმანიის ერთ-ერთმა საუკეთესო ინდი-გამომცემლობა Reprodukt-მა გამოსცა, რითაც მავილმა საქვეყნო აღიარება მოიპოვა.

მას შემდეგ მავილი არაერთი ჯილდოს მფლობელი გახდა, მათ შორის:

  • Wilhelm Busch Prize (2021)
  • Rudolph Dirks Award (2019)
  • Max und Moritz Award (2014)
  • ICOM Independent Comic Prize (1998, 2003, 2004, 2007)
  • Sondermann (2009)
  • PENG! (2010)
  • არის Eisner Awards-ისა და Deutscher Jugendliteraturpreis-ის ფინალისტი.

მავილის შემოქმედება ხშირად იკვლევს ისეთ თემებს, როგორიცაა იდენტობა, მეხსიერება, ბავშვობა და საზოგადოებრივი ცვლილებები. მისი სტილი გამოირჩევა დახვეწილი და დინამიური, კარიკატურული ნახატებითა და თხრობის უნიკალური მანერით, რომელიც ხშირად აერთიანებს ავტობიოგრაფიულ ელემენტებს ფანტასტიკურ მოტივებთან.

მავილი აქტიურად მონაწილეობს კომიქსებისა და სხვა სახის ლიტერატურულ ფესტივალებსა და კონფერენციებში, ხშირად ატარებს ვორკშოპებს და კითხულობს ლექციებს. იგი თანამედროვე ევროპული კომიქსის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ავტორად მიიჩნევა.

შეიძლება მოგეწონოს

ჩეჩნეთის ომი, ჩეჩენი ქალები

ჩეჩნეთის ომი, ჩეჩენი ქალები

ჯო საკო

ჩეჩნეთის ომი, ჩეჩენი ქალები

19.90 GEL
საუკუნო უკუნი

საუკუნო უკუნი

მინდია არაბული

საუკუნო უკუნი

29.90 GEL
ქინდერლენდ

ქინდერლენდ

მარკუს "მავილ" ვიტსელი

ქინდერლენდ

39.90 GEL