ქინდერლენდ - ბავშვობა აღმოსავლეთ ბერლინში

ქინდერლენდ - ბავშვობა აღმოსავლეთ ბერლინში

39.90 GEL
გადასვლა პროდუქტის ინფორმაციაზე
ქინდერლენდ - ბავშვობა აღმოსავლეთ ბერლინში
მარკუს "მავილ" ვიტსელი

ქინდერლენდ - ბავშვობა აღმოსავლეთ ბერლინში

39.90 GEL

აღმოსავლეთ ბერლინი, 1989 წ. მე-7 კლასელ მირკო ვაცკეს ჟურნალში დაბალ ნიშანს ვერ ნახავთ. სკოლაშიც არასოდეს აგვიანებს. მაგრამ მისი ცხოვრება თავდაყირა დგება, როცა სკოლისკენ მიმავალი ავტობუსი მარშრუტს იცვლის და ქუჩაში მარტოდ დარჩენილი მირკო გზად პარალელურ კლასში ახლად გადმოსულ თორსტენს გადაეყრება.

აღმოსავლეთ ბერლინი, 1989 წ. მე-7 კლასელ მირკო ვაცკეს ჟურნალში დაბალ ნიშანს ვერ ნახავთ. სკოლაშიც არასოდეს აგვიანებს. მაგრამ მისი ცხოვრება თავდაყირა დგება, როცა სკოლისკენ მიმავალი ავტობუსი მარშრუტს იცვლის და ქუჩაში მარტოდ დარჩენილი მირკო გზად პარალელურ კლასში ახლად გადმოსულ თორსტენს გადაეყრება. თორსტენი მირკოსგან განსხვავებით არც სწავლით გამოირჩევა, არც – ყოფაქცევით, მაგრამ ეს ხელს სულაც არ უშლის მათ დამეგობრებას. მათი ყოველდღიურობის პარალელურად ბერლინი ისტორიული ქარტეხილების წინაშე დგას, კედელი დანგრევის პირასაა და ეს ძვრები ემჩნევა ყველას მირკოს გარემოცვაში. მავილის გრაფიკული რომანი “ქინდერლენდ” თანამედროვე ლიტერატურის გამორჩეული ნიმუშია, რომელიც მეგობრობაზე, გამბედაობასა და ნდობაზე გვესაუბრება. ის გამოსვლისთანავე დააფასეს და დღეს უკვე 20-მდე ენაზეა თარგმნილი.

“ქინდერლენდ” გარდატეხის ასაკზე დაწერილი ერთ-ერთი საუკეთესო წიგნია, რომელიც დინამიური ვიზუალითა და ოსტატურად შექმნილი პერსონაჟებითაა მოთხრობილი. მთავარი გმირის გზა თვითგამორკვევისკენ მეტაფორულად გადაეჯაჭვება ქვეყნის გათავისუფლებასა და გაერთიანებას. ეს ნოსტალგიური, მხიარული და გონებამახვილური წიგნი თავს ერთ ამოსუნთქვაში წაგაკითხებთ” – Der Tagesspiegel

“მავილი ბრწყინვალედ ახერხებს დაგვანახოს მოზარდობის როგორც უინტერესო, ისე სიცოცხლით სავსე ყოველდღიურობა ბერლინის კედლის აღმოსავლეთით. “ქინდერლენდ” მართალია ბავშვის ენითაა მოთხრობილი, მაგრამ ის ზრდასრულთა მგრძნობელ ბუნებასაც ადვილად იპყრობს - სწორედ ეს აქცევს ამ წიგნს შედევრად” - COMICS INTERNATIONAL

“ნაღდი, მომაჯადოებელი და გულის გამთბობი წიგნი, რომელიც იუველირული ოსტატობითაა შექმნილი.” - ROLLING STONE

“მავილის “ქინდერლენდ” აუცილებელი საკითხავია მათთვის ვისაც აინტერესებს თუ როგორი იყო ბავშვების ცხოვრება კომუნისტურ აღმოსავლეთ გერმანიაში” - DIE WELT

გამოცემის თარიღი:
2025

გვერდების რაოდენობა:
304

ფორმატი
:
14.50 X 18.50

ISBN
:
9789941879609

ყდის ტიპი:
რბილი

თბილისის მასშტაბით: შეკვეთის დაფიქსირებიდან 36 საათის განმავლობაში. თუ შეკვეთა დაფიქსირებულია 11:00-მდე, ჩვენი გუნდი ეცდება პროდუქცია მოგაწოდოთ იმ დღესვე.

სხვა ქალაქებსა და დაბებში: შეკვეთის დაფიქსირებიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში.

ხელს გააყოლე