ქინდერლენდ

ქინდერლენდ

39.90 GEL
გადასვლა პროდუქტის ინფორმაციაზე
ქინდერლენდ
მარკუს "მავილ" ვიტსელი

ქინდერლენდ

39.90 GEL

აღმოსავლეთ ბერლინი, 1989 წ. მე-7 კლასელ მირკო ვაცკეს ჟურნალში დაბალ ნიშანს ვერ ნახავთ. სკოლაშიც არასოდეს აგვიანებს. მაგრამ მისი ცხოვრება თავდაყირა დგება, როცა სკოლისკენ მიმავალი ავტობუსი მარშრუტს იცვლის და ქუჩაში მარტოდ დარჩენილი მირკო გზად პარალელურ კლასში ახლად გადმოსულ თორსტენს გადაეყრება. თორსტენი მირკოსგან განსხვავებით არც სწავლით გამოირჩევა, არც – ყოფაქცევით, მაგრამ ეს ხელს სულაც არ უშლის მათ დამეგობრებას. მათი ყოველდღიურობის პარალელურად ბერლინი ისტორიული ქარტეხილების წინაშე დგას, კედელი დანგრევის პირასაა და ეს ძვრები ემჩნევა ყველას მირკოს გარემოცვაში. მავილის გრაფიკული რომანი “ქინდერლენდ” თანამედროვე ლიტერატურის გამორჩეული ნიმუშია, რომელიც მეგობრობაზე, გამბედაობასა და ნდობაზე გვესაუბრება. ის გამოსვლისთანავე დააფასეს და დღეს უკვე 20-მდე ენაზეა თარგმნილი.


ᲬᲘᲒᲜᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲮᲔᲑ:

გამოცემის თარიღი: 2025
გვერდების რაოდენობა: 304
ფორმატი: 14.50 X 18.50
ISBN: 9789941879609

 

ხელს გააყოლე