შტეპანკა ისლოვა

კომიქსების ავტორი და ილუსტრატორი

შტეპანკა ისლოვა

შტეპანკა ისლოვამ (დ.1992 წელს) განათლება პლზენის დასავლეთ ბოჰემიის უნივერსიტეტში, დიზაინისა და ხელოვნების ფაკულტეტზე მიიღო. სტუდენტობის წლებიდან ისლოვა მრავალ ჟურნალ-გაზეთში, ანთოლოგიასა და ზინში აქვეყნებდა თავის კომიქსებს, რამაც 2010-იანი წლების შუაგულში უილკინსონის კოლეჯის სტიპენდიანტად გაუკვალა გზა. დღეს მისი ბიბლიოგრაფია შვიდ წიგნს ითვლის და თხუთმეტამდე ენაზეა თარგმნილი.

ისლოვამ დიდი საერთაშორისო აღიარება 2023 წელს გამოქვეყნებული გრაფიკული რომანით „გულისნადები“ მოიპოვა. ტოქსიკური ურთიერთობების, ინტიმური საზღვრებისა და პიროვნული ტრავმების კომიქს ფორმატში სიღრმისეულმა და მოურიდებელმა გადმოცემამ, ისლოვა თავისი თაობის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ჩეხ ავტორად აქცია.

 

ავტორის წიგნები