გულისნადები

გულისნადები

32.90 GEL
გადასვლა პროდუქტის ინფორმაციაზე
გულისნადები

გულისნადები

32.90 GEL

საიდან მოდის სიყვარული, რა გვიზიდავს და გვაშინებს სიახლოვეში და რატომ ვიმეორებთ ურთიერთობებში ერთსა და იმავე შეცდომებს? 

ეს წიგნი იუმორითა და დაუფარავი პირდაპირობით გვიყვება ონლაინგაცნობებზე, შემთხვევით კავშირებზე, ტოქსიკურ ურთიერთობებზე, სიყვარულისა და სიახლოვის სურვილზე, ამავე დროს კი მათთან დაკავშირებულ შიშებსა და შინაგან წინააღმდეგობებზე.

გადაავლე თვალი

საიდან მოდის სიყვარული, რა გვიზიდავს და გვაშინებს სიახლოვეში და რატომ ვიმეორებთ ურთიერთობებში ერთსა და იმავე შეცდომებს? 

შტეპანკა ისლოვას ავტობიოგრაფიული გრაფიკული რომანი „გულისნადები“ გულწრფელად მოთხრობილი მოგზაურობაა ბავშვობიდან ზრდასრულობამდე. ავტორი იკვლევს, როგორ მოქმედებს ჩვენს სიყვარულის უნარზე ბავშვობის გამოცდილება, გენდერული შაბლონები, თვითშეფასება, სოციალური გარემო. 

წიგნი იუმორითა და დაუფარავი პირდაპირობით გვიყვება ონლაინგაცნობებზე, შემთხვევით კავშირებზე, ტოქსიკურ ურთიერთობებზე, სიყვარულისა და სიახლოვის სურვილზე, ამავე დროს კი მათთან დაკავშირებულ შიშებსა და შინაგან წინააღმდეგობებზე. სექსუალური ძალადობის გამოცდილება და მისგან დატოვებული კვალი ამ პირად ისტორიას მძიმე და მნიშვნელოვან განზომილებას სძენს. თანდათან ავტობიოგრაფიული აღსარება თვითშემეცნების ამბად იქცევა - მცდელობად, გაერკვეს საკუთარ თავში, გაარღვიოს მანკიერი წრე და ისწავლოს სხვაგვარად ცხოვრება და სიყვარული. 

"ისლოვა შინაგან ფსიქოლოგიურ მდგომარეობას ოსტატურად ავლენს შერჩეულ ფერთა გამასა და პანელურ კომპოზიციაში. „გულისნადები“ თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მემუარია!"
- Broken Frontier

მთარგმნელი: სულხან მუხიგულაშვილი

გვერდების რაოდენობა: 236

ფერთა ტონალობა: ორფეროვანი - ლურჯის და წითლის ტონები

ასაკობრივი კატეგორია: 16+

ყდის ტიპი: რბილი

ფორმატი: 165x240 მმ

გამოცემის წელი: 2026

ISBN: 978-9941-8-8789-5 

თბილისის მასშტაბით: შეკვეთის დაფიქსირებიდან 36 საათის განმავლობაში. თუ შეკვეთა დაფიქსირებულია 11:00-მდე, ჩვენი გუნდი ეცდება პროდუქცია მოგაწოდოთ იმ დღესვე.

სხვა ქალაქებსა და დაბებში: შეკვეთის დაფიქსირებიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში.

ხელს გააყოლე