ენკი ბილალი
კომიქსების ავტორი, მხატვარი, მწერალი და კინორეჟისორი
კომიქსების ავტორი, მხატვარი, მწერალი და კინორეჟისორი
ფრანგული კომიქს-სცენის კლასიკოსი, რომელიც იუგოსლავიის დედაქალაქ ბელგრადში დაიბადა. მამამისი პრეზიდენტ იოსიბ ბროზ ტიტოს პირადი მკერავი იყო, რომელმაც დრო იხელთა თუ არა, ავტორიტარულ რეჟიმს გაექცა და ოჯახთან ერთად თავი საფრანგეთს შეაფარა. ახალგაზრდა ბილალმაც სწორედ ფრანგულენოვან ჟურნალ Le Bol Maudit-ში გამოაქვეყნა თავისი პირველი ნამუშევარი 1972 წელს.
ენკი ბილალის სტილი და ფილოსოფიური ხედვა დღეს მსოფლიოს მრავალ აკადემიაში ისწავლება, როგორც პოსტმოდერნული დისტოპიის საუკეთესო ნიმუში. მისი კომიქსების ორიგინალი ნამუშევრები აუქციონებზე ასობით ათას ევროდ იყიდება და იფინება მსოფლიოს მნიშვნელოვან მუზეუმებში. 2012 წელს მის გამოფენას უმასპინძლა ლუვრმაც.