ვიზუალური თხრობის ძალა

ვიზუალური თხრობის ძალა

ნაწყვეტი ჟურნალი "არილიდან"

 

შპიგელმანის მხრებზე ამოიზარდა სხვა ავტორი, რომელმაც საბოლოოდ დაამკვიდრა გრაფიკული ჟურნალისტიკა როგორც არა მხოლოდ კომიქს-ჟანრი, არამედ როგორც ზოგადად ლიტერატურის ძალიან ღირსეული მიმდინარეობა. ეს ავტორი მალტური წარმოშობის ამერიკელი ჯო საკო არის, განათლებით ჟურნალისტი, ორეგონის უნივერსიტეტის კურსდამთვრებული, რომლისთვისაც სამწერლო სამსახურებს თავისტკივილის მეტი არაფერი მოუტანია. საკოს ჰობი ყოველთვის იყო კარიკატურების ხატვა და - დიდება მის მოწყენილობას ჟურნალისტიკით, რომ სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებსა თუ ნოტარიულ დაწესებულებებში სამსახური რაღაც დროს მიატოვა და - სრულ ავანტიურაში გადაეშვა.

ავანტიურის სიმძაფრე იმაშიც მდგომარეობდა, რომ ჟურნალისტი საკო არ ენდობოდა მაშინდელ ამერიკულ ჟურნალისტიკას. მასთან ბრძოლა კი დავითისა და ოცი გოლიათის შერკინებას დაემსგავსებოდა. როგორი ირონიულიც არ უნდა იყოს, საკო, რომელიც ყველაზე გავლენიან საკითხავად სწორედ MAUS-ს ასახელებს, ყველაზე გავლენიან ავტორად კი არტ შპიგელმანს, ყველაზე მეტად სწორედ ამერიკაში გამეფებულ პრო-ისრაელისტურ ნარატივს არ ენდობოდა - ისევე როგორც თავად შპიგელმანი. “შეუძლებელია რომ სულ ისრაელი ყოფილიყო მსხვერპლი, აშკარა იყო რომ მატყუებდნენ ყველა არხსა და ყველა გაზეთში.” - ყვება ერთ-ერთ ინტერვიუს დროს საკო და მანაც, 1980-90-იანი წლების მიჯნაზე, მწირზე მწირი პირადი ბიუჯეტით ჟურნალისტური სიმართლის საძიებლად პალესტინას მიაშურა.

[საკომ] თავი იპოვა და მიაგნო იმ ლიტერატურულ ფორმას რომელშიც ყველაზე ალალად შეეძლო განცდილის გადმოცემა. ღრმა და დეტალური რეპორტაჟებით პრობლემური ზონებიდან - საკომ შექმნა მის გარშემო მიმდინარე მსოფლიო კონფლიქტების მთელი არქივი - რამდენიმე წიგნი პალესტინიდან და ბოსნიიდან, კომიქსები ჩეჩნეთიდან, კუშინაგარიდან, ერაყიდან, აფრიკის სანაპირო ზოლებიდან და სხვა. მდიდარი, დინამიური და ექსპრესიული მხატვრული სტილით, რომელიც მოგაგონებთ ფრანცისკო გოიას, ოტო დიქსისა და რობერტ კრამბის გამომსახველობით ფორმებს, ჯო საკო წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს მკითხველზე. მსოფლიოს ყველაზე შორეულ კუთხეს მოდებული ჰუმანიტარული კატასტროფებიც კი საკოს ლიტერატურაში ისეთი ხელშესახები ხდება, რომ წაკითხვისას თავზარდამცემი ეფექტი აქვს და ბევრი მკითხველისთვის წარმოდგენა კომიქსზე, როგორც ლიტერატურულ ჟანრზე, თავდაყირა დგება. სწორედ ამის გამოა, რომ საკოზე წერისას თუ საუბრისას ყოველთვის ვამატებ ხოლმე ჩემს აკვიატებასაც, რომ ოდესმე, როდესაც ნობელის კომიტეტი პედესტალიდან ჩამოვა და თავის ზედმეტად კონსერვატორულ მზერას კომიქს-სამყაროსკენაც მიმართავს, პირველ რიგში თვალში სწორედ ჯო საკო უნდა გაეჩხიროთ. მისი დაუვარცხნელი და დაუწმენდავი კომიქს-პროზა დასპონსორებული ანგარიშებისთვის შექმნილ რეპორტაჟებს კი არ წარმოადგენს, არამედ ემპათიით სავსე, განცდილ მონათხრობს.

 

სრული სტატიის წასაკითხად, ეწვიეთ ბმულს

ავტორი: მიხეილ ციხელაშვილი

შეიძლება მოგეწონოს

ჩეჩნეთის ომი, ჩეჩენი ქალები

ჩეჩნეთის ომი, ჩეჩენი ქალები

ჯო საკო

ჩეჩნეთის ომი, ჩეჩენი ქალები

19.90 GEL
საუკუნო უკუნი

საუკუნო უკუნი

მინდია არაბული

საუკუნო უკუნი

29.90 GEL
ქინდერლენდ

ქინდერლენდ

მარკუს "მავილ" ვიტსელი

ქინდერლენდ

39.90 GEL