პრესის თავისუფლების დღესთან დაკავშირებით, გთავაზობთ ერთკვირიან ფასდაკლებას ჩვენს მიერ ქართულად გამოცემულ ჟურნალისტურ კომიქსებსა და გრაფიკულ რომანებზე.
არტ შპიგელმანი - მაუს - წიგნი, რომელმაც გამოცემისთანავე შეაზანზარა არამხოლოდ კომიქს ლიტერატურა არამედ ზოგადად საგამომცემლო ინდუსტრია და გახდა პირველი კომიქსი, რომელმაც პრესტიჟული პულიცერის პრემია მოიპოვა.
ჯო საკო - ჩეჩნეთის ომი, ჩეჩენი ქალები - გრაფიკული ჟურნალისტიკის ფუძემდებელი ავტორის უმნიშვნელოვანესი რეპორტაჟი, რომელიც ინტერვიუებზე დაყრდნობით გვიჩვენებს ჩეჩენი ერის განვლილ გზას საბჭოთა და პოსტ-საბჭოთა პერიოდში
მარიამ ნაიემი - უკრაინა: გრძელი ომის მოკლე ისტორია - ჩვენი დროის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ჟურნალისტური ნამუშევარი, სადაც ვეცნობით უკრაინელი ერის ჩმოყალიბებას და მის მუდმივ ბრძოლას რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ, კაზაკთა პერიოდიდან თანამედროვე ომამდე.
მართა ბრეენი - დაამხე პატრიარქატი - ევროპული დოკუმენტალისტის მიერ შესწავლილი და განხილული სექსიზმისა და ქალთა წინააღმდეგობის ისტორია. წიგნი, სადაც მძიმე და მნიშვნელოვანი თემები სარკასტულად და ირონიით არის მოთხრობილი და წარმოადგენს არაერთი დასავლური სკოლის კლასგარეშე საკითხავს.
ოთხივე წიგნის შეძენის შემთხვევაში, თქვენ ისარგებლებთ -20%-იანი ფასდაკლებით და უფასო მიტანის სერვისით.