უკრაინა: გრძელი ომის მოკლე ისტორია

უკრაინა: გრძელი ომის მოკლე ისტორია

29.90 GEL
გადასვლა პროდუქტის ინფორმაციაზე
უკრაინა: გრძელი ომის მოკლე ისტორია
უკრაინელ ავტორთა გუნდი

უკრაინა: გრძელი ომის მოკლე ისტორია

29.90 GEL

უკრაინაზე გაბატონებას საუკუნეების განმავლობაში ცდილობდა ბოროტი ჩრდილოელი მეზობელი: ქვეყანამ გაუძლო მასობრივ შიმშილობასა და გადასახლებებს, ენობრივ გენოციდსა და ლიტერატურის ცენზურას, სოფლების გადაწვებსა და ქალაქების დაბომბვებს, ხანგრძლივ იმპერიულ ჩაგვრასა თუ სტალინურ რეპრესიებს… ჯერ კიდევ კაზაკთა დროიდან მოყოლებული ბრძოლა არასოდეს შეწყვეტილა და უკრაინაც დღემდე იბრძვის იმ ომს, რომელსაც საუკუნოვანი, ღრმა ფესვები და ბევრი განტოტება აქვს. 

და თუმცა ომი რთული და კომპლექსური პროცესია, მარტივია ის შეკითხვა, რომელიც ომისას რიგით მოქალაქეს მთლიანად მოიცავს - “გადავრჩები თუ არა?”

ეს წიგნი, რომელიც უკრაინაში ომის დროს, 2022-2024 წლებში იქმნებოდა ჩვენი დროის ერთ-ერთი საუკეთესო გრაფიკული რეპორტაჟია და გვიჩვენებს უკრაინელი ერის ჩამოყალიბების ისტორიას კიივის სახელმწიფოდან თანამედროვე უკრაინამდე. ქართველი მკითხველი მასში ჩვენი სამშობლოსთვისაც მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენებს ამოიკითხავს და კიდევ ერთხელ დარწმუნდება, რომ აგრესორის ბუნება და მოქმედების მეთოდები საუკუნეების განმავლობაში არსებითად არ შეცვლილა.

გადაავლე თვალი

უკრაინაზე გაბატონებას საუკუნეების განმავლობაში ცდილობდა ბოროტი ჩრდილოელი მეზობელი: ქვეყანამ გაუძლო მასობრივ შიმშილობასა და გადასახლებებს, ენობრივ გენოციდსა და ლიტერატურის ცენზურას, სოფლების გადაწვებსა და ქალაქების დაბომბვებს, ხანგრძლივ იმპერიულ ჩაგვრასა თუ სტალინურ რეპრესიებს… ჯერ კიდევ კაზაკთა დროიდან მოყოლებული ბრძოლა არასოდეს შეწყვეტილა და უკრაინაც დღემდე იბრძვის იმ ომს, რომელსაც საუკუნოვანი, ღრმა ფესვები და ბევრი განტოტება აქვს. 

და თუმცა ომი რთული და კომპლექსური პროცესია, მარტივია ის შეკითხვა, რომელიც ომისას რიგით მოქალაქეს მთლიანად მოიცავს - “გადავრჩები თუ არა?”

სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან მალევე, კულტურის ისტორიის მკვლევარმა და ჟურნალისტმა მარიამ ნაიემმა გადაწყვიტა მსოფლიოსთვის მოეთხრო, რომ რუსეთის აგრესია უკრაინაში არც 2022 წელს დაწყებულა და არც 2014-ში. ეს ამბავი საუკუნეების წინ იწყება.

ეს წიგნი, რომელიც უკრაინაში ომის დროს, 2022-2024 წლებში იქმნებოდა გვიჩვენებს უკრაინელი ერის ჩამოყალიბების ისტორიას კიივის სახელმწიფოდან თანამედროვე უკრაინამდე, მიმოიხილავს კაზაკთა პერიოდს, მოგვიანო პერიოდის ენის გენოციდს, ჰოლოდომორს, პოსტ-საბჭოთა და თანამედროვე პერიპეტიებს. მწერლის მონათხრობს კი უფრო ცხადსა და გამჭოლს ხდის იულია ვუსის და ივან კირიბიდას ულამაზესი, ორფეროვან ტონში გადაწყვეტილი ნამუშევრები, რომელიც უკრაინული საილუსტრაციო სკოლის ერთ-ერთ გამორჩეულ ნიმუშს წარმოადგენს.

“უკრაინა: გრძელი ომის მოკლე ისტორია” ჩვენი დროის ერთ-ერთი საუკეთესო გრაფიკული რეპორტაჟია, რომელიც უკვე ევროპის მრავალ ქვეყანაში გამოიცა. ქართველი მკითხველი ამ წიგნში ჩვენი ქვეყნისთვისაც მნიშვნელოვან ისტორიულ გარემოებებს შეხვდება და კიდევ ერთხელ დაინახავს, რომ აგრესორის ბუნება და მეთოდები საუკუნეებია უცვლელია. შესაბამისად ეს წიგნიც ქართველი მკითველისთვის გადაიქცევა სამაგიდო წიგნად, რომელიც არამხოლოდ წარსულზე, არამედ აწმყოზეც გვიქმნის წარმოდგენას და მასთან მიბრუნება მუდმივად მოგვიწევს.

გამოცემის თარიღი:
2026

გვერდების რაოდენობა:
104

ფორმატი:
18.00 X 26.00

ISBN:
9789941884320

ყდის ტიპი:
ინტეგრირებული/flexy

წიგნის წინასწარ შეკვეთის შემდეგ თქვენ შეძლებთ როგორც ადგილზე მიიღოთ წიგნი, ასევე თავად გაიტანოთ ჩვენი საწყობიდან ან წიგნის პრეზენტაციიდან თუ ფესტივალიდან.

სასურველ მისამართზე უფასო საკურიერო მომსახურება ორგანიზდება 16-22 აპრილის პერიოდში
წიგნის პრეზენტაცია ჩატარდება 1-15 პარილის პერიოდში, თბილისში
თბილისის წიგნის ბაზრობა ჩატარდება 23-26 აპრილს, თბილისში

ხელს გააყოლე