საუკუნო უკუნი

საუკუნო უკუნი

29.90 GEL
გადასვლა პროდუქტის ინფორმაციაზე
საუკუნო უკუნი
მინდია არაბული

საუკუნო უკუნი

29.90 GEL

ᲬᲘᲒᲜᲘᲡ ᲐᲦᲬᲔᲠᲐ:

მინდია არაბული ლირიკულ კომიქსებს წლების განმავლობაში აქვეყნებდა თავის ინსტაგრამ გვერდზე “საუკუნო უკუნი”, ამ კრებულში კი ეს ლექსები ახალი რედაქციით, ბეჭდური ვერსიისთვის შესაბამისი სტილით არის რედაქტირებული და გადახატული. მოკლე და სხარტი კომიქს-პოეზია, რომელიც სახასიათო ნახატებითაა გაჯერებული, პირველივე სტროფიდან იპყრობს მკითხველს და სიცილით, ირონიითა და ოხუნჯობით ესაუბრება ისეთ მარადიულ თემებზე როგორიცაა შემჩნევლობა და დაუფასებლობა, სიკვდილის მოლოდინი, ვერახდენილი ნატვრები და სხვა. 


 

ᲬᲘᲒᲜᲘᲡ ᲓᲔᲢᲐᲚᲔᲑᲘ:

გამოცემის თარიღი: 2025
ფურცლის სისქე: 300 გრამი
ფორმატი: A2

 

მინდია არაბული ლირიკულ კომიქსებს წლების განმავლობაში აქვეყნებდა თავის ინსტაგრამ გვერდზე “საუკუნო უკუნი”, ამ კრებულში კი ეს ლექსები ახალი რედაქციით, ბეჭდური ვერსიისთვის შესაბამისი სტილით არის რედაქტირებული და გადახატული. მოკლე და სხარტი კომიქს-პოეზია, რომელიც სახასიათო ნახატებითაა გაჯერებული, პირველივე სტროფიდან იპყრობს მკითხველს და სიცილით, ირონიითა და ოხუნჯობით ესაუბრება ისეთ მარადიულ თემებზე როგორიცაა შემჩნევლობა და დაუფასებლობა, სიკვდილის მოლოდინი, ვერახდენილი ნატვრები და სხვა. 

“მინდია არაბულის ამ კრებულში ზღაპრის, მითის, სინამდვილის, სევდისა და იუმორის შერწყმა ბადებს სრულიად ახალ ენას და შესაბამისად – სრულიად ახალ სამყაროს, რომელშიც მე პირადად, სულ ორი დღე გავატარე, მაგრამ შანსი რომ მქონდეს – მთლიანად გადავცხოვრდებოდი” - ბექა ყორშია, ჟურნალისტი, მთარგმნელი 

“მაშინ, როცა პოსტმოდერნული პერსპექტივა სამყაროში ჩვენს ადგილს ცინიზმითა და გაუცხოებასთან დამეგობრებით ეძებს, მინდია არაბულის კომიქსები ამ ცივ ხედვას იმედიანი სევდით უპირისპირდება.” - ქეთი ჩართოლანი, მთარგმნელი, ლიტერატურათმცოდნე 

“მინდია არაბულის პოეტურ პრაქტიკას ჩვენს ქვეყანაში ანალოგი არ მოეპოვება. “საუკუნო უკუნი” ქართული პოეზიისა და კარიკატურის ტრადიციების ის გადაკვეთაა, რომელსაც ჩვენი ლიტერატურა დიდხანს ელოდა; გულახდილი, ეგზისტენციალურ დარდსა და ფიქრებში გამოხარშული ლექსები და ერთი შეხედვით მარტივი, თუმცა ზუსტი და გამჭოლი ილუსტრაციების ეს სინთეზი სიახლეა არამხოლოდ ადგილობრივი კომიქს-სივრცისთვის, არამედ მთლიანი ქართული ლიტერატურისთვის” - მიხეილ ციხელაშვილი, მწერალი, მთარგმნელი

გამოცემის თარიღი:
2025

გვერდების რაოდენობა:
112

ფორმატი:
14.50 X 18.50

ISBN:
9789941879616

ყდის ტიპი:
რბილი

თბილისის მასშტაბით: შეკვეთის დაფიქსირებიდან 36 საათის განმავლობაში. თუ შეკვეთა დაფიქსირებულია 11:00-მდე, ჩვენი გუნდი ეცდება პროდუქცია მოგაწოდოთ იმ დღესვე.

სხვა ქალაქებსა და დაბებში: შეკვეთის დაფიქსირებიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში.

ხელს გააყოლე